წესები და პირობები
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს თქვენს მიერ ვებ–გვერდის გამოყენების პირობებს. ვებ–გვერდზე სტუმრობით და მასზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ვებ–გვერდზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, Cookies, ნებისმიერ წესს, პირობას და პოლიტიკას, ნებისმიერი შეზღუდვისა და შენიშვნის გარეშე, რომელიც შეიძლება შეიცვალოს პერიოდულად, ჩვენი შეხედულებისამებრ, თქვენთვის წინასწარი შეტყობინებისა და გაფრთხილების გარეშე. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის ვებ–გვერდზე მათი განთავსების მომენტიდან. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. ვებ–გვერდისა და მასზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება წარმოადგენს ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ვებ–გვერდის მეშვეობით ნებისმიერი გარიგების დადებისა და ოპერაციის განხორციელების წინასწარ პირობას.
ვებ–გვერდი უზრუნველყოფს ინფორმაციის ან/და მომსახურების მიწოდებას, რომლებიც განკუთვნილია პირადი ან/და კომერციული გამოყენებისთვის. მომხმარებელი ვალდებულია, არ გამოიყენოს საიტი უკანონო მიზნებისთვის.
მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ–გვერდზე მითითებული ინფორმაციის შინაარსის სიზუსტეზე. კომპანია არ არიან პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ–შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ან/და სახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ–გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით.
ინტელექტუალური საკუთრება
წინამდებარე ვებ–გვერდზე და მასზე განთავსებულ ინფორმაციაზე, დიზაინზე, ფოტო–ვიდეო მასალაზე ვრცელდება კომპანიის საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
დაუშვებელია ვებ–გვერდის ან/და ვებ–გვერდზე განთავსებული მასალების, მათ შორის გამოსახულების, დიზაინის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნების, პიქტოგრამას, სურათის და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უკანონო, არაავტორიზებული გამოყენება/დამუშავება/გამოქვეყნება.
დავათა გადაწყვეტა და გამოსაყენებელი სამართალი
ვებ–გვერდის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა გადაწყდება საქართველოს სასამართლოების მიერ, სხვა ქვეყნების სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვით.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ–ფოსტა: [email protected]