კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Lion Group (შემდგომში „კომპანია“, „ჩვენ“) განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მომხმარებელთა ინფორმაციის უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია განგიმარტოთ თუ როგორ გამოიყენება და შეინახება ის პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანიას სხვადასხვა არხების საშუალებით უზიარებთ.
წინამდებარე დოკუმენტს საფუძვლად უდევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაციის (GDPR) მოთხოვნები.
ჩვენ შეიძლება მოვიპოვოთ და შევაგროვოთ თქვენს მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები სხვადასხვა არხების საშუალებით. ვებ–გვერდით სარგებლობის გასაუმჯობესებლად და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ან/და ჩვენმა სერვისპროვაიდერებმა შეიძლება გამოიყენონ მზა ჩანაწერები (Cookies, მოკლე ტექსტური ფაილები, რომლებიც მომხმარებლის ბრაუზერში ინახება). პერსონალური ინფორმაცია ასევე შეიძლება შევაგროვოთ ან/და მოვიპოვოთ ინტერაქციით.
ვებ–გვერდზე სტუმრობით და მასზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ვებ–გვერდზე განთავსებულ ნებისმიერ წესს, პირობას და პოლიტიკას, რომელიც შეიძლება შეიცვალოს პერიოდულად, ჩვენი შეხედულებისამებრ, თქვენთვის წინასწარი შეტყობინებისა და გაფრთხილების გარეშე. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის ვებ–გვერდზე მათი განთავსების მომენტიდან. მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. თქვენ ასევე ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა. პერსონალური ინფორმაცია შეიძლება ასევე მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ „სენსიტიურ“ ან „განსაკუთრებული კატეგორიის“ მონაცემებს.
ჩვენ გპირდებით, რომ:
- არ გამოვიყენებთ მონაცემებს არამართლზომიერად;
- ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, უფლებამოსილებას ანიჭებთ კომპანიას გამოითხოვოს პერსონალური მონაცემები თქვენს შესახებ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შემდგომში მათი გაცნობის, გადამოწმების, ანალიზის, შენახვის, პირდაპირი მარკეტინგული, ასევე საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის.
კონფიდენციალურობის გარანტიები
თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით. პერსონალური ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია გაასწოროთ, წაშალოთ უზუსტობა ან/და შეიტანოთ მასში ცვლილება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან/და არასრულია (ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს, აღარ არის ზუსტი, მოძველდა ან/და არასრული გახდა), ან/და ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან/და არასრულია, კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს სერვისების მოწოდება.
კომპანია ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მისი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან. თუმცა, კომპანია არ არის პასუხისმგებელი ზიანზე, რომელიც მომხმარებელს მიადგება იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან/და მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც მომხმარებელი იღებს სერვისებს. მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა მოგაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია, კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ–გვერდზე მითითებული ინფორმაციის შინაარსის სიზუსტეზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ–შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ან/და სახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ–გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით.
კომპანია უზრუნველყოფს უსაფრთხოების სათანადო ზომებისა და პროცედურების არსებობას, მას გააჩნია სრულყოფილი დოკუმენტირებული ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც განსაზღვრულია მმართველობითი, ტექნიკური, საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც თანაბარზომიერია შეგროვებული ინფორმაციის და კომპანიის ბიზნესის თავისებურების.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?
კომპანიის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეიძლება მოიცავდეს პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) საკონტაქტო ინფორმაციას (ელ–ფოსტა, მობილურის ნომერი), აუდიო–ვიზუალურ მონაცემებს (კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალ/გამავალ ზარებს, ვიდეომონიტორინგს), ტექნიკურ ინფორმაციას. კომპანიის ვებ–გვერდზე სტუმრობისას, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ ( IP მისამართი, ვებ–გვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებ–გვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ–ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი, რომელშიც აღნიშნული ბრაუზერია განთავსებული, ვებ–გვერდის ის კონკრეტული გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ, თქვენი სტუმრობის თარიღი, ხანგრძლივობა და სხვა).
დამატებით, სიახლეებისა და მარკეტინგული შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად, ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, სახელი, გვარი, ელ–ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა), რომელსაც გვაწვდით სხვადასხვა არხების მეშვეობით.
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს:
- ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
- მომხმარებლის და პოტენციური მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის, ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
- კომპანიის სხვა ელექტრონულ არხებთან მიმართებით, ზემოხსენებული მიზნებისთვის;
- წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.
პირდაპირი მარკეტინგი
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პლატფორმის გამოყენების პროცესში შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებით თანხმობას განაცხადებს, რომ სურს მიიღოს მარკეტინგული შეთავაზებები Lion Group-ისგან, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა ან/და ტელეფონის ნომერი დაამუშაოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის და მომხმარებელს გაუგზავნოს მარკეტინგული შეთავაზებები ელექტრონული ფოსტის ან/და ტელეფონის ნომრის მეშვეობით. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზნებისათვის, პირდაპირი მარკეტინგი გულისხმობს კომპანიის მიერ საკომუნიკაციო საშუალებ(ებ)ის გამოყენებით მომსახურების შეთავაზებას.
Lion Group უფლებამოსილია მოახდინოს მარკეტინგული შეტყობინებების პერსონალიზაცია მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენების ისტორიაზე (მათ შორის, გამოყენების სიხშირე, შეკვეთები და სხვა) დაყრდნობით.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს მარკეტინგული შეტყობინებების მიღება Lion Group-სგან, მომხმარებელი უფლებამოსილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ნებისმიერ დროს უარი თქვას მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე. კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მომხმარებლის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში.
კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემები შეინახება:
- კანონით განსაზღვრული ვადით;
- იმ ვადით რა ვადითაც საჭიროა შესაბამისი საქმიანობისთვის ან მომსახურების გასაწევად;
- იმ ვადის დასასრულამდე, რომლის განმავლობაშიც შესაძლოა წარმოიშვას სამართლებრივი დავა.
ჩვენთან არსებულ თქვენს მონაცემებთან მიმართებით გაქვთ შემდეგი უფლებები:
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება.
მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულების მიზნით წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული კონფიდენციალური მონაცემები ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია გაზიარებულ იქნეს Lion Group-ში შემავალ კომპანიებთან და მასთან აფილირებულ პირებთან შესაბამისი მიზნობრიობის ფარგლებში.
კომპანიაში მოქმედი მონაცემთა დამუშავების ძირითადი წესები და პრინციპები:
- მონაცემთა სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად დამუშავება;
- მონაცემების დამუშავების დასაშვებობა მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებით;
- მონაცემების მხოლოდ შესაბამისი, კანონიერი მიზნის მისაღწევად აუცილებელი, ადეკვატური და პროპორციული მოცულობით დამუშავება;
- მონაცემების ნამდვილობა და სიზუსტე;
- მონაცემთა შენახვის ვადის შეზღუდვა;
- ანგარიშვალდებულება და მონაცემთა მართვა.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ–ფოსტაზე: [email protected]