ავტომობილის შესყიდვის გამარტივებული პროცესი

ჩვენ გიმარტივებთ ამერიკიდან შენი ოცნების ავტომობილის შეძენის პროცესს, გთავაზობთ
გამჭვირვალე კომუნიკაციას და გიქმნით საუკეთესო გამოცდილებას.

LION AUTO
შესყიდვის ეტაპები
პირველადი კონსულტაცია და შენი საჭიროებების ანალიზი

პირველ ეტაპზე, ჩვენ ვაანალიზებთ შენს საჭიროებებს, სურვილებსა და ბიუჯეტს. ვარკვევთ, თუ როგორი ტიპის ავტომობილს ეძებ და განვსაზღვრავთ კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შენი ავტომობილი.

1.
ბაზრის ანალიზი და ავტომობილის შერჩევა

ჩვენი გაყიდვების მრჩევლები ატარებენ ავტოაუქციონების საფუძვლიან ანალიზს, არჩევენ ავტომობილებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და გთავაზობენ შენზე მორგებულ ვარიანტებს, რომ დაგეხმარონ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში.

2.
ხარჯების გამჭვირვალობა და უსაფრთხოების დეპოზიტი

ფინანსური სიცხადის უზრუნველსაყოფად, შენი გაყიდვების მრჩეველი გაწვდის დეტალურ ინფორმაციას ყველა მოსალოდნელი ხარჯის შესახებ, მათ შორის: ✓ ავტომობილის ღირებულება ✓ ტრანსპორტირება ✓ საერთაშორისო გადაზიდვა ✓ განბაჟება ✓ ავტომობილის შეკეთების ხარჯები (საჭიროების შემთხვევაში) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, წინასწარ უნდა განათავსო უსაფრთხოების დეპოზიტი 10% ოდენობით.

3.
ავტომობილის შესყიდვა და ანგარიშსწორება

ამერიკის ავტოაუქციონზე შენი ავტომობილის მოგების შემდეგ, უნდა მოხდეს მასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა (ტრანსპორტირების გამოკლებით).

4.
ავტომობილის ჩამოსვლა და ხარჯების სრული დაფარვა

მას შემდეგ, რაც ავტომობილი ლაიონ ავტოს ფოთის პორტის ტერმინალზე ჩამოვა, უნდა მოხდეს ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა. ხარჯების სრულად დაფარვის შემდეგ, შეგიძლია წაიყვანო შენი ავტომობილი.

5.
LION AUTO
დაიფინანსე ავტომობილი

Lion Auto დაგეხმარება შენი შესყიდვის დაფინანსებაში! გამოიყენე კალკულატორი და გადაანაწილე გადასახდელი თანხა შენი სურვილის შესაბამისად.

ლიზინგის კალკულატორი

ყოველთვიური გადასახადი
LION AUTO
არ გადადო, დაგვიკავშირდი!

თანხმობა Cookie-ზე

Cookie აგროვებს შენი მოწყობილობის მონაცემებს, რის მიხედვითაც გთავაზობს შენზე მორგებულ სიახლეებსა და სერვისებს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე პარამეტრები

დაგვიკავშირდი