თუ საქართველოს ავტობაზარზე ვერ არჩევ შენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებულ ავტომობილს, Lion Auto მას შენთვის ამერიკის წამყვან ავტოაუქციონებზე იპოვის.
Lion Auto გეხმარება ამერიკის აუქციონზე შეიძინო ავტომობილი მარტივად, წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო და სწრაფ ტრანსპორტირებას საქართველოში.
ლაიონ ავტოს მიზანია, გავხადოთ ავტომობილის შეძენის პროცესი მარტივი, ხელმისაწვდომი და სრულად გამჭვირვალე. ჩვენი გაყიდვების მრჩეველი იქნება შენი გზამკვლევი აუქციონზე ავტომობილის ძიების, შეძენისა და ტრანსპორტირების პროცესში და დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ლაიონ ავტო უზრუნველყოფს, ავტომობილის შეძენის საუკეთესო გამოცდილებას.
ლაიონ ავტოს დაარსების ისტორია უკავშირდება იდეას - გავხადოთ ამერიკის ბაზარზე მყოფი ავტომობილები ყველასთვის ხელმისაწვდომი. ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა, როგორც Lion Group-ის ნაწილმა, რომელიც ეხმარება მომხმარებელს შეარჩიოს მისთვის საუკეთესო ავტომობილი, კონკურენტუნარიან ფასებში. დროთა განმავლობაში, ჩვენ განვავითარეთ შეთავაზებები, გავხსენით შოურუმი თბილისში (ბელიაშვილის 43), სადაც განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ახალი ელექტრომობილები. ეკომეგობრულ ტრანსპორტზე მოთხოვნის მუდმივი ზრდიდან გამომდინარე, მომხმარებლებს ვთავაზობთ ელექტრომობილების ფართო არჩევანს.
ავტომობილების უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, ლაიონ ავტო აქტიურად თანამშრომლობს ლაიონ ტრანსთან, ლოგისტიკურ კომპანიასთან, რომელიც ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვას და საქართველოში იმპორტირებული ჰყავს 1 000 000-ზე მეტი ავტომობილი. ორივე მათგანი Lion Group-ში შემავალი კომპანიებია.
Lion Group-ი დაარსდა 2008 წელს, ნიუ ჯერსიში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის პატარა ოფისიდან გადაიქცა კორპორაციად, რომელიც დღეს ოპერირებს 4 კონტინენტზე, 11 ქვეყანაში.
2022 წელს, Lion Group-მა გახსნა ტერმინალი ფოთში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპასა და აზიას. ტერმინალი ყოველწლიურად 16 500 კონტეინერს ამუშავებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავტომობილების იმპორტში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.
Cookie აგროვებს შენი მოწყობილობის მონაცემებს, რის მიხედვითაც გთავაზობს შენზე მორგებულ სიახლეებსა და სერვისებს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე პარამეტრები