საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ავტომობილებს ავტოსალონებში ან ადგილობრივი დილერებისგან ყიდულობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი უპირატესობას ახალ ავტომობილებსა და მათ უსაფრთხოების გარანტიას ანიჭებს, მეორეული ავტომობილების გაყიდვების რაოდენობის ზრდა ნათლად აჩვენებს, რომ მათ მიმართ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

ამერიკიდან ავტომობილის იმპორტის უპირატესობები და ეკონომიური დანაზოგი

ამერიკის აუქციონებიდან ავტომობილების იმპორტი საქართველოში სულ უფრო იზრდება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ გაქვს ფართო არჩევანი და შეგიძლია შეარჩიო სასურველი ავტომობილი, შენთვის მისაღებ ფასად. აუქციონზე დაგხვდება როგორც სრულად დაუზიანებელი, ასევე, მცირე ან საშუალო დაზიანების მქონე ავტომობილები.
დაზიანებული ავტომობილების იმპორტი დიდ დანაზოგს უკავშირდება. ამერიკაში ავტომობილების შეკეთება საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა საქართველოში მსგავსი მომსახურების ღირებულება ბევრად ნაკლებია. ამერიკის ავტოაუქციონზე ავტომობილის შეძენით, მისი იმპორტით საქართველოში და ადგილზე შეკეთებით, შეგიძლია დაზოგო 35%-მდე ადგილობრივ ბაზართან შედარებით.

გამჭვირვალობა, კონტროლი და ტრანსპორტირება

ამერიკის აუქციონზე ავტომობილის შეძენის დროს, შენ წვდომა გაქვს ავტომობილის სრულ ისტორიაზე, ეცნობი რა მდგომარეობაშია ის, რა დაზიანებები აქვს და რა სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს. შესაბამისად, გაქვს მეტი კონტროლი მისი შეკეთების პროცესზე, რაც ზრდის ნდობას ავტომობილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
Lion Auto ამერიკის ავტოაუქციონებზე შეარჩევს და შეიძენს შენზე მორგებულ ავტომობილს. ჩვენი პარტნიორი, წამყვანი ლოგისტიკური კომპანია – Lion Trans-ი კი იზრუნებს შენი ავტომობილის სწრაფ და უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე საქართველოში.

საბოლოო ჯამში, არჩევანი შენზეა. ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილის შეძენა კომფორტულია, რადგან არ გიწევს ლოდინი და პირდაპირ ადგილიდან შეგიძლია მისი წაყვანა, მაგრამ ავტომობილის ისტორიის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ხშირად პრობლემას წარმოადგენს. 
ამერიკის აუქციონები კი გთავაზობენ უფრო ფართო არჩევანს, პოტენციურ დანაზოგს, ავტომობილის ისტორიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და მეტ კონტროლს შეკეთების პროცესზე.