პირველი მანქანის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მაგრამ ამავდროულად რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. ამ ბლოგში განვიხილავთ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ პირველი მანქანის შეძენისას.
1. განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი
მანქანის ყიდვისას პირველი ეტაპი თქვენი ფინანსური შესაძლებლობების განსაზღვრაა. გაითვალისწინეთ:
მანქანის ღირებულება: პირველ რიგში, გადაწყვიტეთ, თქვენი ბიუჯეტი რომელი მანქანისთვისაა რელევანტური – მეორადი თუ ახალი?
დამატებითი ხარჯები: გაითვალისწინეთ დაზღვევა, საწვავი, ტექნიკური მომსახურება, გადასახადები და პარკირების ხარჯები.
ფინანსები: თუ სესხის ან განვადების გამოყენებას გეგმავთ, გაარკვიეთ, რა თანხის გადახდა შეგიძლიათ ყოველთვიურად.
2. განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები
ყველა ადამიანს განსხვავებული მოთხოვნები აქვს მანქანის მიმართ, ამიტომ გაანალიზეთ:
გამოყენების მიზანი: გჭირდებათ მანქანა ყოველდღიური მგზავრობისთვის, ოჯახისთვის, თუ გრძელი მოგზაურობისთვის?
მგზავრთა რაოდენობა: ხშირად მზგავრობთ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად? თუ ასეა, შეარჩიე შედარებით დიდი ზომის ავტომობილი
საწვავის ეფექტურობა: თუ ხშირად მგზავრობთ, აირჩიეთ მანქანა, რომელიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს ან განიხილეთ ჰიბრიდული/ელექტრო მანქანები.
3. აირჩიეთ მანქანის ტიპი
მანქანის ტიპის შერჩევა დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების სტილზე:
სედანი: იდეალურია ქალაქში მგზავრობისთვის, საწვავის ეკონომიურობისთვის.
ჯიპი (SUV): კარგია ოჯახისთვის ან ქალაქგარეთ მგზავრობისთვის
ჰეტჩბეკი: კომპაქტური ავტომობილი, რომელსაც დიდი სათავსო აქვს და კომფორტულია თუ მზაგვრობა გიყვართ
სპორტული მანქანა: ამ ტიპის ავტომობილის მართვის დროს, ყოველი მგზავრობა ახალ თავგადასავალს ემსგავსება
4. შეამოწმეთ მანქანის ისტორია (მეორადი მანქანის შემთხვევაში)
თუ მეორად მანქანას ყიდულობთ:
VIN კოდი: შეამოწმეთ მანქანის ისტორია VIN კოდის გამოყენებით.
ტექნიკური მდგომარეობა: წაიყვანეთ მანქანა ტექნიკოსთან შესამოწმებლად..
5. გამოსცადეთ მანქანა
არასოდეს იყიდოთ მანქანა გამოცდის გარეშე. ტესტ-დრაივის დროს ყურადღება მიაქციეთ:
კომფორტს: მოსახერხებელია თუ არა სავარძლები, საჭე, ხედვის კუთხე?
მართვას: როგორ რეაგირებს მანქანა გაზზე, მუხრუჭებზე?
6. განიხილეთ მოვლის ხარჯები
სხვადასხვა მანქანას განსხვავებული მოვლის ხარჯები აქვს. მაგალითად:
იაპონური მანქანები (Toyota, Honda) ხშირად ითვლება საიმედოდ და შედარებით ბიუჯეტურია მოვლის თვალსაზრისით.
ევროპული მანქანები (BMW, Mercedes) პრემიუმ კლასის ავტომობილებია და უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული
7. გაითვალისწინეთ გარემო
თუ გარემოზე ზრუნვა თქვენთვის მნიშვნელოვანია, განიხილეთ:
ჰიბრიდული ან ელექტრო მანქანები: ისინი ეკოლოგიურად სუფთაა და საწვავის ხარჯებს ამცირებს.
მცირე ძრავი: ამ ტიპის ავტომობილები ნაკლებ CO2-ს გამოყოფს.
პირველი მანქანის შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი საჭიროებები, ბიუჯეტი და პრიორიტეტები. ასევე, გასათვალისწინებელია პრაქტიკულობა, უსაფრთხოება და მანქანის მოვლის ხარჯები. არ იჩქაროთ, გამოსცადეთ რამდენიმე ვარიანტი და აირჩიეთ ის ავტომობილი, რომელიც თქვენს ცხოვრების სტილს ყველაზე მეტად შეესაბამება. თქვენი პირველი ავტომობილის შერჩევაში კი, ლაიონ ავტოს გაყიდვების მენეჯერები დაგეხმარებიან!