Lion Auto ახლა უკვე ავტონაწილების სერვისსაც გთავაზობს
Lion Auto-ში ჩვენ მოვიძიებთ და შევიძენთ შენი ავტომობილის შეკეთებისა თუ განახლებისთვის საჭირო ავტონაწილებს. ჩვენი ექსპერტების გუნდი უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო პროცესს.
გჭირდებათ ნაწილები აუქციონზე შეძენილი დაზიანებული ავტომობილისთვის? ჩვენ შევარჩევთ, შევიძენთ, შევინახავთ და მოგაწვდით სასურველ ავტონაწილს. თუ ავტომობილი შეძენილი გყავს Lion Trans-ის ლოგისტიკური სერვისით, ჩვენ დაგეხმარებით შენს მიერ შერჩეული ავტონაწილების უსაფრთხო ტრანსპორტირებაში. გჭირდება ექსპერტის დახმარება? ჩვენი სპეციალისტები შეისწავლიან შენს ავტომობილს და გაგიზიარებენ თუ რომელი ავტონაწილი საჭიროებს შეცვლას ან შეკეთებას.
ნაწილის შერჩევის შემდეგ, მისი ღირებულება აისახება ავტომობილის ბალანსზე. შენ შეგიძლია გადაიხადო თანხა ნებისმიერ დროს, ავტომობილის ჩამოსვლამდე.
ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ორიგინალი, ასევე არაორიგინალი ნაწილების მწარმოებელ სერტიფიცირებულ კომპანიებთან. შესაბამისად, ჩვენ ვარჩევთ ავტონაწილს, შენი სურვილის მიხედვით.
ინდივიდუალური ფასდაკლება დამოკიდებულია შეკვეთის მოცულობაზე. ასევე განიხილება ფასდაკლება განმეორებით, სხვა ავტომობილზე ნაწილების შეკვეთისას. პროცესის განმავლობაში, შენ ისარგებლებ ექსპერტის უფასო მომსახურებით.
ავტონაწილის ტრანსპორტირებას საშუალოდ სჭირდება 20-30 დღე.
თუკი ავტონაწილი ავტომობილზე ადრე ჩამოვა, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია მისი წაღება.
ავტონაწილების გატანა შეგიძლია Lion Trans-ის სათავო ოფისიდან, აკაკი ბელიაშვილის 43 ნომერში. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზავნოთ ნაწილი თბილისში ან რეგიონში. გამოგზავნის ღირებულებას გითანხმებთ წინასწარ.
თუ შენ ხარ სერტიფიცირებული ავტონაწილების იმპორტიორი, შესაძლებელია თანამშრომლობა.
დაგვიკავშირდი კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 255 08 80 ან დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ნომერი ჩვენს ვებგვერდზე და ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდება.
მეორეული ავტონაწილების შემთხვევაში ფოტოები რეალურია. ახალი ავტონაწილის შეთხვევაში კი - ვიყენებთ როგორც რეალურ, ასევე - ქარხნულ ფოტოებს.
Cookie აგროვებს შენი მოწყობილობის მონაცემებს, რის მიხედვითაც გთავაზობს შენზე მორგებულ სიახლეებსა და სერვისებს. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე პარამეტრები