ელექტრომობილების გაყიდვები 2023 წელს გლობალურად 35%-ით გაიზარდა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით. ხოლო საქართველოში, 2023 წელთან შედარებით, 2025 წლის მონაცემებით, გაორმაგებულია ელექტრომობილების რაოდენობა ავტოპარკში. 

მიუხედავად ამისა, გრძელვადიან საიმედოობას ბევრი მყიდველი კვლავ ეჭვის ქვეშ აყენებს. ბევრი ავტომობილის გამძლეობა და მაჩვენებლები ქაღალდზე შთამბეჭდავად გამოიყურება. თუმცა ეს არ იძლევა ავტომობილის მწყობრში ყოფნის გარანტიას ხუთი წლის შემდეგ.

გამძლეობის პრობლემა ელექტრომობილების მფლობელებისათვის უფრო მტკივნეულია. ზოგი მოდელისთვის, ბატარეის შეცვლის ხარჯებმა შეიძლება ხუთნიშნა რიცხვს მიაღწიოს. პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობამ კი შეიძლება გამორთოს მართვის ძირითადი ფუნქციები. ელექტრონული ხარვეზების გამო მანქანა შეიძლება უმართავი გახდეს, მაშინაც კი, როდესაც ძრავა იდეალურად მუშაობს.

მოკლედ რომ ვთქვათ, საიმედო ელექტრომობილი ოთხ საყრდენზეა დამოკიდებული:

  1. აკუმულატორის მდგომარეობა
  2. პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობა
  3. ტრანსმისიის გამძლეობა
  4. ელექტრონული სისტემის მდგრადობა

რომელიმე მათგანის სისუსტე გავლენას ახდენს მთელ ავტომობილის ფლობის გამოცდილებაზე.

ბევრი ინტერნეტში მოძიებადი რეიტინგი ახალი ავტომობილის ყიდვისას შთაბეჭდილებებზეა ორიენტირებული. ეს მიდგომა უგულებელყოფს იმას, თუ რა ხდება 60,000 ან 100,000 კილომეტრის შემდეგ. ჩვენ მიერ შემუშავებული სია აფასებს გრძელვადიან საიმედოობას და არა შოურუმის ხარისხს ან/და ბრენდის რეპუტაციას. ის ასახავს რეალურ სამყაროში დეგრადაციის მაჩვენებლებს, შეკეთების სიხშირეს, ტრანსმისიის გაუმართაობის მონაცემებს და მფლობელების ანგარიშებს.

ზოგიერთი ცნობილი მოდელი მოსალოდნელზე დაბალ რეიტინგშია, რადგან პოპულარობა გამძლეობის გარანტიას არ იძლევა. მრავალფუნქციური სისტემები და რთული ორმაგი ძრავის კონფიგურაცია დროთა განმავლობაში ხშირად მეტ რისკს შეიცავს.

ტოპ 10 ყველაზე საიმედო ელექტრომობილი

ქვემოთ მოცემული რეიტინგი ასახავს გამძლეობას და არა ბრენდის პოპულარობას. ზოგიერთი მაღალი დონის მოდელი მოსალოდნელზე დაბალი შეფასებით გამოიყურება. თითოეული პოზიცია ასახავს აკუმულატორის მდგომარეობის ტენდენციებს, ტრანსმისიის თანმიმდევრულობას, პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობას და შეკეთების ისტორიას რამდენიმე წლის განმავლობაში.

#1 – Tesla Model 3 (LFP ვერსიები)

რეალურ პირობებში ბატარეის მაღალი შენარჩუნება და განვითარებული ტრანსმისიის პლატფორმა ტესლა მოდელ 3 ამ რეიტინგის სათავეში ათავსებს. ტესლას წარმოების მაღალმა მოცულობამ ასევე სწრაფად გამოავლინა ადრეული პრობლემები, რამაც დროთა განმავლობაში კარგად დახვეწა ეს მოდელი.

ძლიერი მხარეები:

  • აკუმულატორის გამძლეობა: LFP ვარიანტები დატენვისას ავლენენ დაბალ დეგრადაციას გრძელვადიან პერსპექტივაში
  • ძრავის სიმარტივე: ერთძრავიანი RWD ვერსიები ამცირებს მექანიკურ სირთულეს
  • პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობა: ხშირი განახლებები სწრაფად ასწორებს შეცდომებს და ძირითადი სისტემები სტაბილური რჩება

სისუსტეები:

აწყობის ხარისხის ადრეული შეუსაბამობები და სენსორის კალიბრაციის პერიოდული პრობლემები.

საუკეთესოა:

დიდი ხნის მფლობელებისთვის და დიდი გარბენის მქონე მგზავრებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ბატარეის მდგრადობას.

#2 – Hyundai Kona Electric (64 კვტ/სთ)

ჰიუნდაი კონა ელექტრიკის ბატარეის მდგრადობა და მარტივი ინჟინერია ამყარებს მის პოზიციას. საველე მონაცემები აჩვენებს დაბერების პროგნოზირებად ნიმუშებს.

ძლიერი მხარეები:

  • აკუმულატორის გამძლეობა: ეფექტური თერმული მართვა ზღუდავს დეგრადაციას
  • ძრავის სიმარტივე: ერთი ძრავის განლაგება დაბალი გაუმართაობის მაჩვენებლით
  • პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობა: მულტიმედიურ სისტემაში პრობლემები წარმოიქმნება, მაგრამ კრიტიკული სისტემები საიმედო რჩება

სისუსტეები:

ბატარეის პრობლემების წარსული ისტორია გავლენას ახდენს ადრეული წარმოების მოდელებზე.

საუკეთესოა:

მეორადი ავტომობილების ბაზრის მყიდველებისთვის, რომლებიც ეძებენ დადასტურებულ გრძელვადიან საიმედოობას.

#3 – Chevrolet Bolt EV (ახალი მოდელები)

შევროლეტ ბოლტ EV-ის აკუმულატორის შეცვლისა და განახლების შემდეგ, გრძელვადიანი საიმედოობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მარტივი ინჟინერია ხელს უწყობს სტაბილურ მფლობელობას.

ძლიერი მხარეები:

  • აკუმულატორის გამძლეობა: ახალი ბლოკის შეცვლა ხსნის გრძელვადიან დაბერების პრობლემებს
  • ძრავის სიმარტივე: ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად რთული ელექტრომობილის ძრავა
  • პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობა: ფუნქციების შეზღუდული დატვირთვა ამცირებს სისტემის კონფლიქტებს

სისუსტეები:

სალონის ელექტროობა ელემენტარულია და ზოგჯერ ხარვეზები აქვს.

საუკეთესოა:

ბიუჯეტზე ორიენტირებული მყიდველებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ გადაცემათა კოლოფის ხანგრძლივ მუშაობას.

#4 – Nissan Leaf (40 კვტ/სთ / 62 კვტ/სთ)

ნისან Leaf-ის მრავალწლიანი გამოყენების შემდეგაც კი, ტრანსმისიის საიმედოობა მაღალი რჩება. თუმცა, აკუმულატორის გაგრილების დიზაინი გავლენას ახდენს გრძელვადიან რეიტინგზე.

ძლიერი მხარეები:

  • აკუმულატორის გამძლეობა: ზომიერი დეგრადაცია ზომიერ კლიმატში
  • ძრავის სიმარტივე: განვითარებული ელექტროძრავის პლატფორმა მცირე განმეორებადი გაუმართაობით
  • პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობა: მარტივი ელექტროობის სისტემები ამცირებს გაუმართაობების სიხშირეს

სისუსტეები:

ჰაერით გაგრილებადი აკუმულატორის დიზაინი აჩქარებს ცვეთას ცხელ კლიმატში.

საუკეთესოა:

ზომიერი კლიმატის მქონე ქალაქში მოძრავი მძღოლებისთვის.

#5 – Tesla Model Y (RWD ვერსიები)

მოდელ 3-თან ერთად, ტესლა მოდელ Y იზიარებს მექანიკურ სიძლიერეს, მაგრამ უფრო მაღალ მოდიფიკაციებში სირთულესაც ზრდის. ერთძრავიანი ვერსიები უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ორმაგ ძრავიანი ვერსიები.

ძლიერი მხარეები:

  • აკუმულატორის გამძლეობა: სტაბილური დეგრადაციის ნიმუშები სტანდარტული დიაპაზონის ვარიანტებში
  • ძრავის სიმარტივე: უკანა წამყვანი თვლების კონფიგურაცია ზღუდავს მექანიკურ დატვირთვას
  • როგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობა: რეგულარული OTA გაუმჯობესებები ინარჩუნებს სისტემის თანმიმდევრულობას

სისუსტეები:

ადრეული წარმოების ავტომობილებზე ხშირი შეუსაბამობები და სენსორებთან დაკავშირებული პრობლემები.

საუკეთესოა:

ოჯახებისთვის, რომლებიც ეძებენ სივრცეს ტრანსმისიის გამძლეობის შელახვის გარეშე.

#6 – Kia Niro EV

კია ნირო EV-ის დაბალანსებული დიზაინი და კონსერვატიული პროგრამული არქიტექტურა ხელს უწყობს გრძელვადიან პერსპექტივაში მონაცემების სტაბილურობას.

ძლიერი მხარეები:

  • აკუმულატორის გამძლეობა: Kona Electric-თან მკაფიო უპირატესობა
  • ძრავის სიმარტივე: ერთძრავიანი კონფიგურაცია
  • პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობა: შეზღუდული ექსპერიმენტული შესაძლებლობები ამცირებს რისკს

სისუსტეები:

დამუხტვის პორტის სენსორის პერიოდული გაუმართაობა.

საუკეთესოა:

ყოველდღიური მგზავრებისთვის, რომლებსაც სურთ პროგნოზირებადი გრძელვადიანი მუშაობა.

#7 – Volkswagen ID.4 (RWD)

Volkswagen ID.4-ის ბატარეის მყარი სტრუქტურა კომპენსირებას უკეთებს პროგრამული უზრუნველყოფის ადრეულ არასტაბილურობას. ასევე, განახლებები დროთა განმავლობაში აუმჯობესებს საიმედოობას.

ძლიერი მხარეები:

  • აკუმულატორის გამძლეობა: ძლიერი ბლოკის დიზაინი თანმიმდევრული გაგრილების სისტემით.
  • ძრავის სიმარტივე: უკანა ძრავის განლაგება ამცირებს ძრავის დატვირთვას.
  • პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობა: გაუმჯობესდა ადრეული გამოშვების პრობლემების შემდეგ.

სისუსტეები:

პროგრამული უზრუნველყოფის ადრეული ვერსიები იწვევდა მულტიმედიის სისტემაში შეფერხებას და სისტემის პერიოდულ გადატვირთვას.

საუკეთესოა:

მძღოლებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ კომფორტს მისაღები გრძელვადიანი საიმედოობით.

#8 – Ford Mustang Mach-E (RWD)

Ford Mustang Mach-E-ს აკუმულატორი კარგად მუშაობს, მაგრამ ამ მოდელის ელექტრონული სირთულე გავლენას ახდენს რეიტინგზე.

ძლიერი მხარეები:

  • აკუმულატორის გამძლეობა: სტაბილური ხანგრძლივი ექსპლუატაცია სტანდარტული დიაპაზონის მოდელებში.
  • ძრავის სიმარტივე: უკანა წამყვანი თვლები ამცირებს ინვერტორულ დატვირთვას.
  • პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობა: OTA განახლებები ასწორებს პრობლემებს, თუმცა ახალი ფუნქციები ზოგჯერ მცირე შეცდომებს იწვევს.

სისუსტეები:

მაღალი ძაბვის კონტაქტორის გამოწვევების ისტორია გავლენას ახდენს ადრეულ მოდელებზე.

საუკეთესოა:

მყიდველებისთვის, რომლებსაც სურთ დაბალანსებული მუშაობა ორმაგი ძრავის სირთულის გარეშე.

#9 – BMW i3

BMW i3-ის ნახშირბადის ბოჭკოვანი კონსტრუქცია ანელებს სისტემურ დაბერებას, თუმცა ელექტროობა მაინც გავლენას ახდენს საერთო რეიტინგზე.

ძლიერი მხარეები:

  • აკუმულატორის გამძლეობა: წლების განმავლობაში პროგნოზირებადი დეგრადაცია.
  • ძრავის სიმარტივე: კომპაქტური ძრავა მექანიკური ხარვეზების დაბალი სიხშირით.
  • პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობა: შეზღუდული ფუნქციონალი ამცირებს სისტემურ რისკს.

სისუსტეები:

ძვირადღირებული სათადარიგო ნაწილები და შეზღუდული მომსახურების ეკოსისტემა.

საუკეთესოა:

ქალაქის მძღოლებისთვის, რომლებიც ეძებენ მსუბუქ, ხანგრძლივ ყოველდღიურ გამოყენებას.

#10 – Audi e-tron (პირველი თაობა)

აუდი ი-ტრონის ბატარეის ძლიერი გაგრილება შექებას აუცილებლად იმსახურებს, მაგრამ ამ მოდელის ელექტროობის სირთულე პოზიციას საბოლოო ჯამში ამცირებს.

ძლიერი მხარეები:

  • აკუმულატორის გამძლეობა: ძლიერი თერმული მართვა კარგად აკონტროლებს დეგრადაციას.
  • ძრავის სიმარტივე: მყარი ძრავის ინჟინერია, თუმცა ორმაგი ძრავის ვერსიები ზრდის ელექტროობის სირთულეს.
  • პროგრამული უზრუნველყოფის სტაბილურობა: გაუმჯობესებულია ადრეული განახლებების შემდეგ.

სისუსტეები:

შეკეთების მაღალი სიხშირე, რაც დაკავშირებულია მოწინავე ელექტროობის და საკიდრების სისტემებთან.

საუკეთესოა:

მძღოლებისთვის, რომლებიც აფასებენ კომფორტს და დახვეწილობას, რადგან ესმით, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს ტექნიკური მომსახურების მოთხოვნები.

მოკლე მიმოხილვა: ყველაზე სანდო ელექტრომობილი

ზოგიერთი მკითხველი უფრო ღრმად ჩაღრმავებამდე სწრაფ შედარებას ამჯობინებს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია გრძელვადიანი საიმედოობის სიგნალები ტოპ 10 ელექტრო მოდელისთვის. 

პოზიცია მოდელი ბატარეის გამძლეობა სისტემის სტაბილურობა შეკეთების სიხშირე საუკეთესოა:
1 Tesla Model 3 (LFP) მაღალი მაღალი დაბალი ხშირი, ყოველდღიური გადაადგილებისთვის გრძელ დისტანციაზე
2 Hyundai Kona Electric (64 kWh) მაღალი საშუალო–მაღალი დაბალი ხანგრძლივი საიმედო ფლობისთვის
3 Chevrolet Bolt EV (Post-Recall) მაღალი საშუალო დაბალი ბიუჯეტზე ორიენტირებული მყიდველისთვის
4 Nissan Leaf (40 / 62 kWh) საშუალო საშუალო–მაღალი დაბალი ქალაქში მოძრაობისთვის ნორმალური კლიმატის პირობებში
5 Tesla Model Y (RWD) მაღალი მაღალი საშუალო-დაბალი საოჯახო, ხანგრძლივი მოხმარებისთვის
6 Kia Niro EV მაღალი საშუალო–მაღალი დაბალი საიმედო ყოველდღიური გადაადგილებისვის
7 Volkswagen ID.4 (RWD) საშუალო–მაღალი საშუალო საშუალო დაბალანსებული კომფორტის და საიმედოობისთვის
8 Ford Mustang Mach-E (RWD) საშუალო–მაღალი საშუალო საშუალო ავტომობილის პერფორმანსზე ორიენტირებული მყიდველისთვის
9 BMW i3 საშუალო საშუალო საშუალო ქალაქში გადაადგილებისთვის
10 Audi e-tron (1st Gen) მაღალი საშუალო საშუალო–მაღალი პრემიუმ კომფორტის მომხმარებლებისთვის

ჩამოთვლილი მოდელებიდან არცერთი შეიძლება ჩაითვალოს არასანდოდ. ცხრილი ასახავს შედარებით გრძელვადიან რისკს და პროგნოზირებადობას. 

ახალი და მეორადი ელექტრომობილების საიმედოობა: რა უნდა იცოდნენ მყიდველებმა

ახალი ელექტრომობილი მეტ სიმშვიდეს გვთავაზობს, მეორადი ავტომობილი კი ეკონომიას. თუმცა საიმედოობა ნაკლებად არის დამოკიდებული „ახალსა და ძველზე“ და უფრო მეტად დიზაინის სიმწიფეზე, აკუმულატორის ქიმიასა და ავტომობილის გამოყენების ისტორიაზე.

იმის გაგება, თუ როგორ ბერდება ელექტრომობილი, ეხმარება მყიდველს თავიდან აიცილოს ზედმეტი რისკებიც და ხარჯებიც. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლადი გახლავთ აკუმულატორის ევოლუცია და დაგროვილი გარბენი.

ძველი ელექტრომობილები ნაკლებად საიმედოა?

ძველ ელექტრომობილებს ხშირად აქვთ პირველი თაობის შეზღუდვები. ადრეულ მოდელებს არ გააჩნდათ მოწინავე თერმული სისტემა. ზოგიერთი მათგანი პასიური ჰაერით გაგრილებას ეყრდნობოდა. ამ დიზაინმა კი ცხელ კლიმატში მნიშვნელოვნად დააჩქარა ბატარეის დეგრადაცია.

აკუმულატორის ქიმიაც განვითარდა. ადრეულმა კომპლექტაციებმა აჩვენა ელემენტების ნაკლებად თანმიმდევრული ბალანსირება. თანამედროვე ბატარეის მართვის სისტემები უფრო ზუსტად არეგულირებენ ტემპერატურას და დატენვას. ეს გაუმჯობესება პირდაპირ გავლენას ახდენს მის გრძელვადიან შენარჩუნებაზე.

გაუმჯობესდა ელექტროობაც. ადრეული მულტიმედიის სისტემები ხშირად გადატვირთვას განიცდიდნენ. პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურა ახლა გასართობ ფუნქციებს კრიტიკული მართვის სისტემებისგან განასხვავებს და განაცალკევებს. ეს განცალკევება კი ამცირებს იმ მცირე ხარვეზების ალბათობას, რომლებიც ხშირად გავლენას ახდენდნენ ავტომობილის სწორად და ხანგრძლივად მუშაობაზე.

თუმცა, მხოლოდ ასაკი არ განსაზღვრავს საიმედოობას. კარგად მოვლილი ხუთი წლის ელექტრომობილი, რომელსაც აქვს სტაბილური ბატარეის მდგომარეობა, შეიძლება სჯობდეს ახალ მოდელს, რომელსაც გადაუჭრელი პროგრამული პრობლემები აქვს.

მყიდველებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგზე:

  • დოკუმენტირებული ბატარეის მდგომარეობის პროცენტული მაჩვენებელი
  • ძირითადი სერვისის ან ნაწილების შეცვლის ისტორია
  • პროგრამული უზრუნველყოფის განახლების თანმიმდევრულობა
  • წინა მფლობელების დატენვის ჩვევები

ძველი ელექტრომობილები ავტომატურად ნაკლებად საიმედო არ არის. ისინი უბრალოდ საჭიროებენ ბატარეის მდგომარეობისა და თერმული დიზაინის უფრო დეტალურ შეფასებას.

რა გარბენია ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტრომობილის საიმედოობისთვის?

გარბენი ელექტრომობილებზე განსხვავებულად მოქმედებს, წვის ძრავიან ავტომობილებთან შედარებით. ელექტროძრავები იშვიათად ფუჭდება მხოლოდ დიდი გარბენის გამო. ბატარეის ციკლები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გავლილი კილომეტრები.

დეგრადაციის უმეტესი ნაწილი ხდება პირველი 30,000–50,000 კმ-ის განმავლობაში. ამ საწყისი ფაზის შემდეგ, კლება, როგორც წესი, შენელდება. სტაბილური თერმული კონტროლი უზრუნველყოფს გრძელვადიანი ცვეთის შენელებას.

ელექტროობა, როგორც წესი, პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში ავლენს სისუსტეებს. განმეორებითი გამაფრთხილებელი შეტყობინებები ან დატენვის ხარვეზები ხშირად ადრევე ჩნდება. მანქანები, რომლებიც ამ ეტაპს გადიან განმეორებადი პრობლემების გარეშე, როგორც წესი, სტაბილურად აგრძელებენ მუშაობას მრავალი წლის მანძილზე.

მაღალი გარბენი ზომიერი ბატარეის დაკარგვით ხშირად მიუთითებს აკუმულატორის ჯანსაღ მართვაზე. დაბალი გარბენი ძლიერ დეგრადაციასთან ერთად შეიძლება მიუთითებდეს დატენვის ცუდ რეჟიმზე ან ექსტრემალურ კლიმატურ ზემოქმედებაზე.

გარბენის შეფასებისას გაითვალისწინეთ:

  • გავლილი კილომეტრების საერთო რაოდენობა
  • დატენვის სავარაუდო ციკლები
  • დარჩენილი სიმძლავრის პროცენტული მაჩვენებელი
  • ხშირი DC სწრაფი დატენვის ზემოქმედება

ელექტრომობილების შესახებ გავრცელებული მითები

ელექტრომობილების საიმედოობაზე საუბრები ხშირად ორ უკიდურესობას შორის მერყეობს. ზოგი ფიქრობს, რომ ელექტრომობილები არასდროს ფუჭდება. სხვები კი ფიქრობენ, რომ ყველა აკუმულატორი ფუჭდება. სიმართლე შუაშია და დეტალებს მნიშვნელობა აქვს.

„ელექტრო მობილი ყოველთვის უფრო საიმედოა, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილი“

ეს დებულება მხოლოდ ვიწრო გაგებით არის გამართლებული. ელექტრომობილები ერიდებიან ზეთის სისტემებს, გამონაბოლქვის კომპონენტებს და რთულ მრავალსიჩქარიან ტრანსმისიებს. ეს კი გამორიცხავს ბევრ გავრცელებულ გაუმართაობის პრობლემას.

ელექტრომობილები დიდწილად დამოკიდებული არიან პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სენსორებზე, დამტენ აპარატურასა და ელექტრონიკაზე. ელექტროობის მეტი ელემენტი შეიძლება ნიშნავდეს უფრო მეტ სამომავლო პრობლემას, მაშინაც კი, როდესაც ტრანსმისია უცვლელი რჩება. Consumer Reports-მა არაერთხელ აღნიშნა ელექტრომობილების უფრო მაღალი პრობლემების მაჩვენებლები, ვიდრე მხოლოდ ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის, რაც ძირითადად დაკავშირებულია ელექტროობასთან, აკუმულატორებთან და დამუხტვის სისტემებთან.

ავარიების მონაცემები განსხვავებულ, ასევე სასარგებლო ისტორიას მოგვითხრობს. გერმანიის ADAC-ის გზისპირა დახმარების მონაცემთა ნაკრებმა აჩვენა, რომ ახალი ელექტრომობილები უფრო იშვიათად ფუჭდება, ვიდრე იმავე წლის და ასაკის წვის ძრავიანი ავტომობილები. ეს მიუთითებს, რომ ბევრი თანამედროვე ელექტრომობილი „გზაზე ნაკლებად ჩაგიქვრებათ“, მაშინაც კი, როდესაც მფლობელები საერთო ჯამში უფრო მეტ გაუმართაობას აფიქსირებენ.

„ბატარეის შეცვლა გარდაუვალია“

ბატარიეს შეცვლა შეიძლება მოგიწიოთ, მაგრამ „გარდაუვალს“ ნამდვილად შეცდომაში შეჰყავს მყიდველები.

მასშტაბური მონაცემები მიუთითებს, რომ ბატარეის შეცვლა თანამედროვე ელექტრომობილებისთვის იშვიათია. Recurrent-ის კვლევამ აჩვენა, რომ 2022-წლამდელი ელექტრო მანქანების მოდელებისათვის, ბატარეის შეცვლის სიხშირე 4%-ზე ნაკლებია, ხოლო 2022+ წლის მოდელებისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.3%-ია.

ბატარეის დაბერება ასევე ნაკლებად დრამატულად გამოიყურება, ვიდრე ბევრი ვარაუდობს. ხშირად, ბატარეის წლიური დეგრადაცია 2.3%-ზე ნაკლებია. 

რომელი ელექტრომობილია ნამდვილად ყველაზე საიმედო?

საიმედოობა იშვიათად ემთხვევა ბრენდის იმიჯს. ზოგიერთი ყველაზე უსაფრთხო და გრძელვადიანი არჩევანი სწორედ რომ მარტივი კონფიგურაციების, ბატარეის მენეჯმენტის და სტაბილური პროგრამული უზრუნველყოფისგან გამომდინარეობს. მხოლოდ მაღალი გაყიდვების მოცულობა არ იძლევა გამძლეობის გარანტიას და არც პრემიუმ ფასები.

ყველაზე საიმედო მოდელებს აქვთ შემდგომი მახასიათებლები:

  • რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილური ბატარეის დეგრადაციის ნიმუშები
  • ეფექტური თერმული მართვის სისტემები
  • ერთძრავიანი სისტემა ნაკლები მექანიკური დატვირთვით
  • პროგრამული პლატფორმები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ სტაბილურობას გაფართოებულ ფუნქციონალზე მეტად

საიმედოობა ასევე დამოკიდებულია გამოყენებაზეც. ქალაქის ავტომობილს, რომელიც საშუალო დისტანციებზე მოძრაობს, შეიძლება არასოდეს განუცდია იმ ცვეთის ნიმუშები, რომელიც დიდი გარბენის მქონე ავტომობილს ავტობანზე. კლიმატიც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ისევე როგორც, დატენვის რეჟიმები.

ერთი მყიდველისთვის ყველაზე საიმედო ელექტრომობილი შეიძლება მეორესთვის ყველაზე დიდ თავის ტკივილად იქცეს. თუმცა მთავარი ფორმულა საიმედოობის მარტივია: საიმედოობა უდრის ბატარეის მდგომარეობას + ტრანსმისიის გამძლეობას + ელექტროობის სტაბილურობას დროთა განმავლობაში.

Table of Contents