ალბათ, ყველას გქონიათ ისეთი მომენტი, როდესაც თქვენს მანქანაში უცნაურ ღილაკს წააწყდით და გაგიჩნდათ კითხვა: „ეს რისთვისაა?“ სწორედ, ამ ბლოგში განვიხილავთ ნაკლებად ცნობილ, მაგრამ საინტერესო ღილაკებს, რომლებიც სხვადასხვა ბრენდის ავტომობილებში გვხვდება.
ეს საიდუმლო ღილაკები კი, ხშირად ისეთ ფუნქციას მალავს, რომელიც მართვას უფრო კომფორტულს, უსაფრთხოსა და საინტერესოს ხდის.
Toyota
Toyota-ს ავტომობილები ცნობილია საიმედოობითა და გამძლეობით, მასაც აქვს რამდენიმე ღილაკი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს
ECO Mode: ხედავთ პატარა მწვანე ღილაკს, ფოთლის სიმბოლოთი? ეს ღილაკი ააქტიურებს ეკონომიურ რეჟიმს, რომელიც ამცირებს საწვავის მოხმარებას.
A-TRAC: თუ Land Cruiser ან Hilux გყავთ, ეს ღილაკი თქვენი მეგობარია ოფროუდზე. ეს სისტემა ხელს უშლის ბორბლების მოცურებას რთულ გზებზე, როგორიცაა ტალახი ან თოვლი.
BMW
BMW-ს სალონი ნამდვილი „კოსმოსური ხომალდია“, რასაც მრავალფუნქციური ღილაკები გაგრძნობინებთ
Dynamic Damper Control: ეს ღილაკი გაძლევთ საშუალებას, აირჩიოთ, როგორი განწყობით იმოძრაოს თქვენმა ავტომობილმა.
Comfort – გთავაზობთ რბილ, მშვიდ მგზავრობას, ხოლო Sport – სპორტულ მართვას. თქვენი BMW თქვენს ხასიათს ერგება!
Auto H: ავტომატურად იჭერს მანქანას გაჩერებულ მდგომარეობაში (მაგ., შუქნიშანზე ან საცობში) მუხრუჭის პედალის გამოყენების გარეშე. გაზის პედალზე დაჭერისას მუხრუჭი თავისუფლდება, რაც ზრდის კომფორტს.
Mercedes-Benz
Mercedes-ის ავტომობილებში შეხვდებით ისეთ ფუნქციებს, რომლებიც თქვენს ინტერესს აუცილებლად გამოიწვევს
DYNAMIC SELECT: ცენტრალურ კონსოლზე ეს ღილაკი გაძლევთ საშუალებას, აირჩიოთ, როგორი ტიპის ავტომობილი გსურთ: მშვიდი (Eco), სპორტული (Sport), თუ ზუსტად თქვენზე მორგებული (Individual). ძრავა, საჭე, გადაცემათა კოლოფი – ყველაფერი იცვლება ერთი მოქმედებით!
AIRMATIC : ეს ღილაკი, საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ მანქანის სიმაღლე მოძრაობის პირობების მიხედვით.
Volkswagen
Volkswagen-ის მანქანები კომფორტული და პრაქტიკულია, მაგრამ მათაც აქვთ სიურპრიზები:
ASR : მოცურების საწინააღმდეგო სისტემაა, რომელიც ნებისმიერ რელიეფზე შეგიძლიათ გამოიყენოთ, მშვიდი მგზავრობისთვის.
Offroad Mode: Tiguan-ის ან Touareg-ის მფლობელებს ეს ღილაკი გაგიხსნით გზას ხრეშზე, ქვიშაზე, ის მანქანას აძლევს ძალას, რომ ნებისმიერი გამოწვევა გადალახოს.
Interior Monitoring: ეს ღილაკი თიშავს სალონის სენსორებს, რომლებიც მოძრაობასა და მოძრაობის ცვლილებებს აფიქსირებენ მანქანის ჩაკეტილ მდგომარეობაში.
Hyundai
Hyundai-ის მანქანები სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით მათი „ჭკვიანი“ ღილაკებით:
Smart Cruise Control: ეს ღილაკი თქვენს მანქანას „ავტოპილოტად“ აქცევს. ის ინარჩუნებს მანძილს წინა მანქანასთან – ანელებს, თუ წინ მანქანა ნელა მიდის, ან აჩქარებს, თუ გზა თავისუფალია.
Drive Mode: Tucson-ში ან Santa Fe-ში ეს ღილაკი გაძლევთ საშუალებას, აირჩიოთ: გინდათ ეკონომიური მგზავრობა (Eco), თუ სწრაფი, სპორტული (Sport), ერთი დაჭერით მანქანა თქვენს განწყობას ერგება!
Off-Road Mode: თქვენს ავტომობილს ანიჭებს მაღალგამავლობას, ისეთ პირობებში, სადაც არაერთგვაროვანი რელიეფია.
Land Rover
Hill Descent Control ღილაკი: ავტომატურად აკონტროლებს სიჩქარეს დაღმართზე უსაფრთხო დაშვებისთვის, მუხრუჭის გარეშე.
ამ ბლოგის შემდეგ ზუსტად გეცოდინება მანქანის ის ღილაკები, რომლებიც თავიდან გაუგებარი ჩანს, სინამდვილეში კი, თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის.